მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ტრენერებს უმასპინძლა
პროექტის, სახელწოდებით, „ევროპა ჩემს გაკვეთილზე“ მონაწილე ტრენერებს უმასპინძლა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა.
პროგრამის ფარგლებში სპეციალური სახელმძღვანელო მომზადდა, ასევე შეიქმნა შესაბამისი ტრენინგ-მოდულიც.
პროექტში 100-მდე ტრენერი იყო ჩართული, რომლებმაც მთელი ქვეყნის მასშტაბით, 3 000-მდე პედაგოგთან იმუშავეს.