მასწავლებელთა გამოცდები

მასწავლებლების გამოცდები დაიწყო.

პროცესში 12 ათასამდე მსურველია ჩართული. გამოცდები ტარდება ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში. საგამოცდო ცენტრები დედაქალაქის გარდა ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, რუსთავსა და თელავშია გახსნილი. გამოცდებზე უსაფრთხოების დაცვის მიზნით ყველა ის რეკომენდაციაა დაცული, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა.