სემინარის „მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ“ 10 გამარჯვებული პედაგოგი სასწავლო ვიზიტით ესტონეთში იმყოფებიან.
საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ პროექტს უკვე ექვსი წელია ატარებს. წელს ქვეყნის მასშტაბით პროგრამაში 150 მასწავლებელი მონაწილეობდა, რომლის ფარგლებშიც საუკეთესო პროექტის ავტორებიც გამოვლინდენ.
აღსანიშნავია, რომ მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტი ლადო აფხაზავა „მასწავლებელი-მეგზური ევროპისკენ“ 2017 წლის გამარჯვებულია.