ევროპის დღეების ფარგლებში, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, დღეს, 10 მაისს, სემინარი „მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ“ გაიხსნება.
სემინარის მოდერატორი, ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი, ნინო ბოლქვაძე იქნება.
პროექტი, პედაგოგების მიერ ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციის მიზნით, სხვადასხვა აქტივობის განხორციელებას ითვალისწინებს. სემინარის გახსნაზე საუკეთესო პროექტების ავტორი მასწავლებლების დაჯილდოების ცერემონიაც გაიმართება.