ფესტივალ „ღამის სერენადების“ ფარგლებში, კავშირ „მშობელთა ხიდის“ ბენეფიციარებისთვის მორიგი მასტერკლასი გაიმართა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის მასტერკლასი მხატვარ-დიზაინერმა ნინო მირიანაშვილმა ჩაატარა. მშობელთა ხიდის ბენეფიციარები, კოლაჟის შექმნის ტექნიკას გაეცნენ და ფერებთან მუშაობის ხელოვნებაზე ისაუბრეს. მასტერკლასი კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა და მასში მონაწილეობა 20-მდე შშმ პირმა მიიღო.
„ღამის სერენადები“ საქართველოში მუსიკალური ფესტივალის ჩატარების ტრადიციას მეოცე საუკუნის 80-იანი დასაწყისიდან განაგრძობს. მისი დამაარსებელი ლიანა ისაკაძეა.