ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ ტრადიციას აგრძელებს.
ფესტივალის ფარგლებში, კავშირ „მშობელთა ხიდის“ ბენეფიციარებისთვის მასტერკლასი ჩატარდა. მხატვარ დიზაინერმა, ნინო მირიანაშვილმა მონაწილეებს პაპიე-მაშეს ტექნიკა გააცნო. მონაწილეებმა ფერადი ქაღალდებისა და საღებავების გამოყენებით ხელნაკეთი ყვავილები შექმნეს.