თბილისში სპორტული ცეკვის მასტერკლასი ტარდება. ჰიო-ჰოპ და ჰაუს ცეკვით დაინტერესებული პირებისთვის მასტერკლასს ქორეოგრაფიული სტუდია „სვიჩ დენს იუნიონი“ მართავს. სპეციალურად ღონისძიებისთვის საქართველოში იმყოფება მოწვეული ფრანგი ქორეოგრაფი კაპელა მარნა. მასტერკლასს პარასპორტის განვითარების ცენტრი მასპინძლობს.
22 იანვარს პირველი სესია 12:00 საათზე მოზარდი მოცეკვავეებისთვის ტარდება, ხოლო უფროსებისთვის სესია 16:00 საათზე იწყება.