პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონმა მასშტაბური წვრთნები ჩაატარა. სწავლებას ამერიკელი ინსტრუქტორები დაესწრნენ. მათ ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობის მომზადების დონე დადებითად შეაფასეს. წვრთნები მოწინააღმდეგის შეკავების, თავდაცვითი ოპერაციების წარმოებასა და თავდასხმაზე გადასვლის კომპონენტებს შეიცავდა. სწავლების მიზანია თავდაცვითი ოპერაციების წარმოება და საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნება.