საპროტესტო მუხტი სულ უფრო იზრდება საფრანგეთში.
ემანუელ მაკრონის საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ მასშტაბური აქციები და გაფიცვები გრძელდება. საფრანგეთის მოსახლეობის უმრავლესობა ეწინააღმდეგება ახალ საპენსიო რეფორმას, რომელიც საპენსიო ასაკს ორი წლით ზრდის. მისი ამოქმედება წლის ბოლოს იგეგმება. საპარლამენტო უმრავლესობის არ ყოლის გამო პარლამენტის გვერდის ავლით მიღებული კანონის მოწინააღმდეგეები პრეზიდენტს დემოკრატიის ხელყოფაში და მოქალაქეთა უფლებების იგნორირებაში ადანაშაულებენ. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კი ემანუელ მაკრონს პროვოკაციულ მოქმედებაში სდებენ ბრალს.
28 მარტს პროფკავშირების მხრიდან მორიგი აქციაა დაანონსებული.