ამ დრომდე ვერ ხერხდება ციმბირში ტყის მასშტაბური ხანძრის ჩაქრობა.
ციმბირსა და რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში ტაიგა ისევ იწვის. ცეცხლი 3 მილიონ ჰექტარზეა გავრცელებული. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ციმბირში, სადაც კვამლმა 500-მდე დასახლებული პუნქტი დაფარა. ხანძრის გაჩენიდან ერთი თვის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართვა ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს დაავალა.
ტაიგაში ცეცხლის გაჩენის მიზეზებზე და პროფილაქტიკის ზომებზე, სახელმწიფო დუმა 5 აგვისტოს იმსჯელებს.