საფრანგეთის დედაქალაქი პარალიზებულია.
პარიზი მასობრივმა გაფიცვამ მოიცვა. გაჩერებულია მეტრო, სარკინიგზო მიმოსვლა და ავია-რეისები. სამართალდამცავებთან გუშინდელი შეტაკაბებების მიუხედავად, პროფკავშირების მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეები უკან დახევას არ აპირებენ. 800 000-მდე ადამიანი ქუჩაში ახალმა საპენსიო სისტემამ გაიყვანა. მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის კატეგორიულად მიუღებელია ხელისუფლების გეგმა, რომ საპენსიო რეფორმა ქულათა სისტემაზე იყოს აგებული. ყვითელჟილეტიანების აქციის შემდეგ ეს გაფიცვა მაკრონისთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა. ახლა მთავარი კითხვაა, წავა თუ არა დათმობაზე პრეზიდენტი, რომლის რეიტინგი ბოლო სოციოლოგიურ გამოკითხვებში საკმაოდ დაბალია.