ზუგდიდში, ჩიქობავას ქუჩაზე, საკანალიზაციო სისტემაზე მუშაობის დროს, ორი მუშა მიწის მასაში მოყვა. მაშველებმა ორივე მუშის ამოყვანა უკვე მოახერხეს და ისინი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილები. ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, მიწა მუშაობის დროს ჩამოიშალა. ჩიქობავას ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემა გაჰყავთ და ადგილზე მძიმე ტექნიკაც მუშაობდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ჯგუფები, სახანძრო-სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.