ფოლკლორის სასახლეში ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის შემსწავლელი სკოლა „მართვეს“ რეორგანიზაციისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
აღნიშნულ შეხვედრაზე ანსამბლის ახალ ორგანიზაციულ ფორმირებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ღონისძიება დევიზით – „მართვეს ახალი სიცოცხლე“ წარიმართა, რაც სკოლისა და ანსამბლ „რუსთავის“ გაერთიანებას გულისხმობს.
გარდა ამისა, ამიერიდან სკოლის საქმიანობას მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტებული სამეურვეო საბჭო გააკონტროლებს.
შეგახსენებთ, რომ ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის შემსწავლელი სკოლა „მართვე“ ზუსტად 40 წლის წინ შეიქმნა.