უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებული კანონ-პროექტი, ისევ აქტიური განხილვის თემაა.
საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ და მეორე მოსმენით მიღებულ პროექტს, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ეხმაურება. დიპლომატი განაწყენებულია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული რეკომედაციები პროექტის საბოლოო ვერსიაში სრულად არ აისახა. მათ შორის იგულისხმება ვენეციის კომისიის და ეუთოს შენიშვნები.
როს ვილსონის ამ კომენტარის შემდეგ, მმართველი გუნდის კანონ-პროექტზე პარლამენტის თავმჯდომარეს კიდევ ერთი განმარტების გაკეთება მოუხდა.