ხელისუფლება და ოპოზიცია ევროკომისიის მესამე პუნქტზე ვერ თანხმდებიან.
საუბარია რეკომენდაციაზე, რომელიც ერთ-ერთ საკვანძო საკითხს, სასამართლოს რეფორმას ეხება. მმართველი გუნდის მიერ შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა სამოქმედო გეგმა წარადგინა, რომელიც ოპოზიციამ არ მოიწონა. უკმაყოფილოები არიან ის ოპოზიციური პარტიებიც, რომლებიც რეკომენდაციების აღსასრულებლად „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობენ. წარდგენილ 16-პუნქტიან გეგმაში სფეროს ანალიზი და გამოწვევებია შეფასებული და გასატარებელი რეფორმების ხედვაა წარმოდგენილი. ირკვევა, რომ „ქართული ოცნება“ ოპოზიციის მოთხოვნების გათვალისწინებას არ აპირებს, მათ შორის იმ საკითხების, რომელიც იუსტიციის საბჭოში ქვორუმის გაზრდას და სასამართლოს თავმჯდომარეთა არჩევის წესის ცვლილებას გულისხმობს.