ვნებათაღელვა არ ცხრება მოსამართლეებთან დაკავშირებული კანონპროექტის გარშემო. საპარლამენტო ოპოზიცია, „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატები და უფლებადამცველები მმართველი გუნდის მიერ მომზადებული პროექტის მეორე მოსმენაზე დაბრუნებას ითხოვენ.
დოკუმენტის მოწინააღმდეგეების აზრით, პროექტის არსებული რედაქციით მიღება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გამჭვირვალედ შერჩევას ვერ უზრუნველყოფს.
ოპონენტები უმრავლესობას აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის გუშინდელ განცხადებაზეც მიუთითებენ, რომლის მიხედვით კანონპროექტში საერთაშორისო ორგანიზაციების ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებული არ არის.
მმართველი პარტია პოზიციის შეცვლას არ აპირებს და პროცესის შეჩერებას, ან პროექტის მეორე მოსმენაზე დაბრუნებას გამორიცხავს.