მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს აღნიშნავს. საზეიმო მსახურება საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში ტარდება. საზეიმო წირვა აღევლინება მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, სადაც ათონის მთიდან ტაძრისთვის „ვატოპედის“ მონასტერში დაწერილი ღვთისმშობლის ხატი „მანუგეშებელი“ მიაბრძანეს.
დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად, ღვთისმსახურებას აღავლენს ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი მამა ეფრემი.