საპატრიარქოსადმი „ქართული ოცნების“ შეთავაზება – კონსტიტუციაში მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსი ახლებურად ჩამოყალიბდეს, ისევ ურთიერთბრალდებების თემაა. როგორც მმართველი გუნდი განმარტავს, 1995 წლიდან მოქმედი კონსტიტუციური ჩანაწერი არ ასახავს იმ როლს, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია ქვეყნის ცხოვრებაში ასრულებს და მისი განმტკიცების საჭიროებაზე აკეთებს აქცენტს. ცვლილების მთავარ მიზეზად მმართველი პარტია ბოლო პერიოდში გარკვეული ძალების მხრიდან ეკლესიაზე გახშირებულ თავდასხმებს ასახელებს. განმარტებების მიუხედავად, გადაწყვეტილებას წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად მიიჩნევს ოპოზიცია და აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ შესაბამისი ცვლილებების განხორციელება აქამდეც შეეძლო. ვინ აპირებს მმართველი გუნდის ინიციატივის მხარდაჭერას – თათია ტაბეშაძე არკვევდა დეტალებს.