სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან 100 წელი გავიდა. თარიღთან დაკავშირებით, საერთაშორისო კონფერენციის რელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრების ფარგლებში პარლამენტში მიღება იმართება.
ღონისძიებას დეპუტატები და სასულიერო პირები, ასევე საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე დელეგატები ესწრებიან. პარალელურად მიმდინარეობს ფოტოგამოფენა საქართველოს ეკლესია 1917-2017 წლებში.