მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს აღნიშნავს. სიონის საპატრიარქო ტაძარში, საღმრთო ლიტურგია კათოლიკოს-პატრიარქმა სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ კი, ილია მეორემ მრევლს ქადაგებით მიმართა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
სასწაულმოქმედი ნიკოლოზის ხსენების დღე ქვეყანაში ორჯერ აღინიშნება.