მართლმადიდებელი ეკლესია დღეს კვირაცხოვლობას აღნიშნავს. სადღესასწაულო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ტარდება. სამების საკათედრო ტაძარში წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ატარებს. დღევანდელ დღეს აღდგომის განახლებასა და თომას კვირასაც უწოდებენ. კვირაცხოვლობას ტაძრებში არტოსი რიგდება, საგანგებოდ გამომცხვარი პური, რომელიც აღდგომის დღიდან ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაში ეკლესიებში საკურთხევლის შესასვლელთან დევს. მორწმუნეები მას მთელი წლის განმავლობაში ინახავენ და უძლურების დროს იღებენ.