მართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღესრულება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საღმრთო ლიტურგიას სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში ატარებს.
გენო ოსიყმაშვილი ჩაგვერთვება სიონის ტაძრიდან პირდაპირ ეთერში – დაიწყო თუ არა უკვე პატრიარქის ქადაგება.