მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ჯვართამაღლებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ტაძრებში საზეიმო წირვა სრულდება. სამების საკათედრო ტაძარში ლიტურგიას კათოლიკოს- პატრიარქი მოსაყდრესთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს.
სამების ტაძრაში ლიტურგიას აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები ესწრებიან. წირვის შემდეგ აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართება.