მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლობას აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლობას აღნიშნავს. ღვთისმშობლის შობა ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გალილეის ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო ლიტურგია დღეს ყველა მოქმედ ტაძარში ტარდება. სამების საკათედრო ტაძარში წირვა პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ ჩაატარა.