მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ნინოს ჩვენს ქვეყანაში შემოსვლის დღეს აღნიშნავს. 1700 წლისთავის აღსანიშნად, 10:00 საათიდან წირვა დაიწყო სოფელ ფოკაში, ფარავნის ტბასთან, წმინდა ნინოს შემოსვლის ადგილზე და საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში.

სადღესასწაულო წირვას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრება. ის შეუერთდება მსვლელობას, რომლის 2000 მონაწილე წმინდა ნინოს გზას გაივლის. პრეზიდენტი ფოკაში წუხელ ჩავიდა. წმინდა ნინოს გზაზე ლოცვითი მსვლელობა 42 დღე გრძელდება.

ნათია ქენქაძე მუშაობს ფოკაში.