მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ქრისტეს აღდგომას ზეიმობს. უდიდეს საუფლო დღესასწაულს მორწმუნეთა დიდი ნაწილი ტაძრებში შეხვდა. სადღესასწაულო წირვა ქვეყნის ყველა მოქმედ ეკლესიაში ჩატარდა. ტრადიციულად, ხალხმრავლობა იყო სამების საკათედრო ტაძარში, სადაც წირვა მეუფე შიომ აღავლინა. ტაძარში მიბრძანდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქიც, რომელმაც მრევლი დალოცა. საზეიმო ღვთისმსახურების დასასრულს, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე მრევლს არქიდიაკონმა დემეტრე დავითაშვილმა გააცნო.