მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ხარების დღესასწაულს აღნიშნავს

დღე, როდესაც მთავარანგელოზმა გაბრიელმა ღვთისმშობელს ახარა, რომ მისგან ძე ღვთისა იშვებოდა. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო წირვა ჩატარდა. წელს მორწმუნეებისთვის 7 აპრილი განსაკუთრებული დღეა,  ხარების დღესასწაული ვნების შვიდეულის დიდ შაბათს დაემთხვა, ეს კი იშვიათად ხდება.

დღესვე სვეტიცხოველში, საზეიმო ლიტურგიის დასრულების  შემდეგ, ტრადიციულად მცხეთის კურთხევის ცერემონია შესრულდა.

გენო ოსიყმაშვილის სიუჟეტი.