საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ამაღლებას ზეიმობს. დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთია. აღინიშნება აღდგომიდან მეორმოცე დღეს. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ მრევლს ამაღლება მიულოცა და ამ დღის მნიშვნელობაზე ესაუბრა. მეუფემ აღნიშნა, რომ სულიწმინდის მოვლინება აღდგომიდან 50-ე და ამაღლებიდან მე-10 დღეს ხდება და მას შემდეგ სულიწმინდა ქრისტეს ეკლესიაში სუფევს. მისი თქმით, სწორედ ამ ეკლესიის დახმარებით ცხონდებიან ადამიანები ქრისტეს სულიერ სხეულში.