„მარტივი ლოგიკის“ გამარჯვებულები პირველმა არხმა საზეიმოდ დააჯილდოვა
„მარტივი ლოგიკის“ მობილური აპლიკაციის საპრიზო გათამაშების გამარჯვებულები, დღეს პირველმა არხმა, საზეიმოდ დააჯილდოვა. გამარჯვებული 20 წლის ლუკა ტიკაძე გახდა. მან 100 კითხვაზე სწორი პასუხის გაცემა 22 წუთსა და 53 წამში მოახერხა და 2.000 ლარი მოიგო.
მეორე ადგილზე 18 წლის ბექა კაცაძე გავიდა, მისმა მოგებამ 1000 ლარი შეადგინა, მესამე ადგილზე გასულმა ნათია გოგოლაძემ კი 500 ლარი მიიღო. საპრიზო ფონდი 10 გამარჯვებულზე გადანაწილდა. გამარჯვებულებს მოგებული თანხა პროექტის წამყვანმა ირაკლი კაკაბაძემ გადასცა.
პირველი არხის პოპულარული გასართობი, აზარტული პროექტის „მარტივი ლოგიკის“ მობილური აპლიკაციის საპრიზო გათამაშებამ სტარტი 1-ელ აგვისტოს, 20.00 საათზე აიღო. 5 000 ლარის მოგებას 20 ათასზე მეტი მომხმარებელი შეეცადა. დარეგისტრირებულ მოთამაშეებს სწორი პასუხი 100 კითხვაზე უნდა გაეცათ. მათ შორის საუკეთესოები ათეულში მოხვდნენ და საპრიზო ადგილები გაინაწილეს.