მარში თბილისში - შეფასებები

„საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ – ამ სახელწოდების აქცია თავისუფლების მოედანზე კონცერტით დასრულდა. მონაწილეები ხუთ სხვადასხვა ადგილზე შეიკრიბნენ და მსვლელობა გამართეს.

მარშს თითქმის ყველა ოპოზიური პარტიის წარმომადგენელი ესწრებოდა. მათი თქმით, აქცია იყო გადამწყვეტად მნიშვნელოვანი წინასაარჩევნო პერიოდში. ორგანიზატორების განმარტებით, მიზანი იყო საქართველოს ევროპული კურსის მხარდაჭერა.