მარში თბილისში - პოლიტიკური გამოხმაურებები

„საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ – ამ სახელწოდებით დღეს თბილისში მსვლელობა გაიმართება, რომელსაც ოპოზიცია, სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები უერთდებიან. მსვლელობის მონაწილეები დედაქალაქის ხუთ ლოკაციაზე შეიკრიბებიან და თავისუფლების მოედნისკენ გაემართებიან, სადაც შემაჯამებელი ღონისძიებაა დაგეგმილი. ოპოზიცია აცხადებს, რომ მსვლელობაში მონაწილეობას მიიღებენ და ამით კიდევ ერთხელ მიმართავენ პარტნიორებს, რომ ქართველები ირჩევენ ევროპას. „ქართული ოცნება“ კი მარშს „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილს უწოდებს და აცხადებს, რომ ოპოზიცია ცდილობს მოატყუოს საზოგადოება, თითქოს დღეს ევროპული მარში იმართება. ცოტა ხნის წინ გაავრცელა განცხადება „თბილისი პრაიდმაც“, რომელიც აღნიშნავს, რომ დღევანდელ მსვლელობას უერთდება.