საქართველოს პირველი არხის ჯგუფები მარნეულსა და ბოლნისში მუშაობას განაგრძობენ. მარნეულში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება, ექიმები ადგილზე მყოფი მოქალაქეების შემოწმებას განაგრძობენ. საკარანტინო ზონაში დადგენილი პროტოკოლით შეაქვთ საკვები პროდუქტები. ადგილზე რაიმე სახის პროდუქციაზე დეფიციტს არ ელოდებიან.
საკარანტინო ზონაში მყოფი მოქალაქეებისთვის მიმდინარეობს სპეციალური საინფორმაციო კამპანია როგორც ქართულ, ისე აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.
ლიკა ალელიშვილი მარნეულიდან.