მარნეულში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება

18:02, 26.03.2020

საქართველოს პირველი არხის ჯგუფები მარნეულსა და ბოლნისში მუშაობას განაგრძობენ. მარნეულში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება, ექიმები ადგილზე მყოფი მოქალაქეების შემოწმებას განაგრძობენ. საკარანტინო ზონაში დადგენილი პროტოკოლით შეაქვთ საკვები პროდუქტები. ადგილზე რაიმე სახის პროდუქციაზე დეფიციტს არ ელოდებიან.

საკარანტინო ზონაში მყოფი მოქალაქეებისთვის მიმდინარეობს სპეციალური საინფორმაციო კამპანია როგორც ქართულ, ისე აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.

ლიკა ალელიშვილი მარნეულიდან.

მსგავსი