13 წლის მარიტა მეფარიშვილი ვაკე-საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. დილიდან მისი სამოქალაქო პანაშვიდი ვაკის სამების ტაძარში მიმდინარეობდა, რის შემდეგაც ახალგაზრდა ჩოგბურთელი სიმბოლურად კორტებზე გადაასვენეს.
შემთხვევა სამი დღის წინ, ვაკის პარკში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მისი ამოღების დროს კი სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. სამივე დაშავებული კლინიკებში გადაიყვანეს, თუმცა მარიტას გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.