13 წლის მარიტა მეფარიშვილს ოჯახის წევრები, ახლობლები და მოქალაქეები ემშვიდობებიან.
დილიდან მოზარდის სამოქალაქო პანაშვიდი ვაკის სამების ტაძარში მიმდინარეობდა. ამ წუთებში ახალგაზრდა ჩოგბურთელს სიმბოლურად კორტებზე გადაასვენებენ.
მარიტა მეფარიშვილს დღეს ვაკე-საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.
შემთხვევა სამი დღის წინ, ვაკის პარკში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მისი ამოღების დროს კი, სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. სამივე დაშავებული კლინიკებში გადაიყვანეს, თუმცა მარიტას გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.