თბილისის საქალაქო სასამართლოში ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებული მარიანა ჩოლოიანის პროცესი გაიმართა.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის ერთი მოწმე დაიკითხა. პროკურორის განცხადებით, მოწმე „მწვანე სკოლის“ დაცვის სამსახურის წარმომადგენელია, რომელიც პოლიციაში დაკითხვის პროცესს შეესწრო და ჩოლოიანის მხრიდან ზეწოლის ფაქტიც დაადასტურა. დაცვის მხარე აცხადებს, რომ მოწმეს ზეწოლის ფაქტზე არ უსაუბრია. ადვოკატის თქმით, ჩოლოიანმა ლუკა სირაძეს მხოლოდ განუმარტა, რომ დანაშაულის აღიარების შემთხვევაში უწყება მეტად ჰუმანურ გადაწყვეტილებას მიიღებდა მის მიმართ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა პრობლემები შექმნოდა.