საფრანგეთის ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი, მარინ ლე პენი მოუწოდებს მოსახლეობას, დაეხმარონ მის პარტიას მომავალ საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობის მოპოვებაში. ლე პენმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ის შეხვდა სხვადასხვა ოფიციალურ პირს, მათ შორის ულტრამემარჯვენე პარტიის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს, თავის დისშვილს, მარიონ მარეშალს და თქვა, რომ სწორედ ეს პირები შეძლებენ უმრავლესობის ჩამოყალიბებას. შეგახსენებთ, ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა. მარინ ლე პენი მაკრონის ამ გადაწყვეტილებას მიესალმება.