საქართველოში მარიხუანის მოხმარება დეკრიმინალიზებულია. ეს ნიშნავს, რომ დღეიდან ამ ნარკოტიკის მოხმარების შემთხვევაში, მოქალაქე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება და მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრება.
საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ, პარლამენტს მის მიერვე მიღებულ კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა მოუწევს. იმ ადამიანებს კი, რომლებსაც მარიხუანის მოხმარების გამო, ნასამართლევის სტატუსი აქვთ, უფლება ეძლევათ, სააპელაციო სასამართლოს მათი საქმეების გადახედვის მოთხოვნით მიმართონ.
სანამ პარლამენტი საკითხის განხილვას დაიწყებს, დღევანდელ გადაწყვეტილებას ნარკოლოგები აფასებენ და საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.