ფარსი და დანაშაულის შენიღბვა,- ასე აფასებს მარიხუანის კულტივაციასთან დაკავშირებით ინიცირებულ პაკეტს დეკანოზი დავით ისაკაძე.
სასულიერო პირები მმართველ გუნდს პარლამენტიდან ამ პროექტის სასწრაფო გაწვევას სთხოვენ. ისინი ეწინააღმდეგებიან მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებით ინიცირებულ ცვლილებებსაც.
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ მარიხუანის კულტივაციასთან დაკავშირებით პროექტის განხილვა პარლამენტში უკვე შეჩერებულია. საკანონდებლო ორგანოდან მისი გაწვევის საკითხი მთავრობის პრეროგატივაა.