მარიჯანის ოთახი წაღვერში 

მარიჯანის შემოქმედებითი მემკვიდრეობის ვირტუალურ სივრცეში გადმოტანას მისი შვილთაშვილი მარიამ ალექსიძე კვლავ აგრძელებს.

ქორეოგრაფი ვიდეო წარმოდგენას საზოგადოებას ამჯერად მარიჯანის საზაფხულო აგარაკიდან, „მზიანადან“ გააცნობს, სადაც ძველი შენობის კედლებში კიდევ ერთხელ გააცოცხლებს დიდი ბებიის შემოქმედებას. მაყურებელი 35 წუთიან მონო ქორეოგრაფიულ ვიდეო წარმოდგენას აგვისტოს ბოლოს იხილავს.

ვიდეო წარმოდგენის გადაღებებს საქართველოს პირველი არხი დაესწრო.