მარიამობა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 28 აგვისტოს მარიამობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ღვთის მსახურება ქვეყნის ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში აღევლინება. საზეიმო წირვას სამების საკათედრო ტაძარში დღეს პატრიარქის მოსაყდრე უძღვებოდა. მსახურების დასრულების შემდეგ, მეუფე შიომ ტაძარში შეკრებილებს მარიამობა მიულოცა და ქადაგებისას დღევანდელი თარიღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. აქვე გეტყვით, რომ დღესასწაულთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა სამი მსჯავრდებული შეიწყალა.