კრიპტოვალუტა და ბლოკჩეინები, როგორც მდგრადი განვითარების მიზნების დაფინანსების ახალი შესაძლებლობა, – ამ საკითხზე განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.
საკანონმდებლო ორგანოს წევრმა ინოვაციური დაფინანსების როლზე და მისი ახალი წყაროების მოძიებაში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
ამ თემებზე წლის ბოლოს თბილისში ფორუმი იგეგმება, სადაც დიალოგი და დისკუსია გაგრძელდება.