არჩევნების შედეგებს არ აღიარებს „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი“. მარიამ ჯაში ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს და ხელისუფლების მხრიდან გაყალბებაზე მიუთითებს. „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი“ ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციას არ უერთდება. როგორც ჯაში აცხადებს, აქციებში ჩართვა იქნება შეცდომა, რადგან ამ აქციებზე დომინანტი კვლავ „ნაციონალური მოძრაობაა“.