„ვითხოვთ საქართველოსგან სავალდებულო შეთანხმებას ორი ქვეყნის – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ“, – განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ მედიასაშუალებების კითხვაზე საპასუხოდ გააკეთა. „ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. მათ ტერიტორიაზე ფუნქციონირებენ რუსული სამხედრო ბაზები, ხორციელდება სახელმწიფო საზღვრის ერთობლივი დაცვა, რათა აღიკვეთოს შესაძლო პროვოკაციები გარედან, რაც აქტუალურია ახალი გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით. 15 წლის წინ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით, რუსეთმა მათი საიმედო დაცვის და ეტაპობრივი განვითარების, თანამედროვე სახელმწიფოებად გადაქცევის გარანტია გასცა. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს რუსეთის მოქალაქეობა აქვს და მხარს უჭერს რუსეთთან მოკავშირეობის გაღრმავებას“, – განაცხადა ზახაროვამ.