პოლიტიკური სპექტრი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერის განცხადებას ეხმაურება.
მარია ზახაროვან აფხაზეთის გავლით რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი რკინიგზის აღდგენაზე ილაპარაკა. მისი თქმით, რუსეთი რკინიგზის ამუშავებისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს და საკითხი იხილება შესაბამისი მაღალი თანამდებობის პირების ჩართულობით. საქართველოს მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ საკითხი არ განიხილება და რკინიგზის აღდგენის თემაზე მოლაპარაკება არ გამართულა. ოპოზიციის ნაწილისთვის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერის განცხადება კრემლთან საქართველოს ხელისუფლების კავშირების მორიგი დასტურია.