რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა აცხადებს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხთან დაკავშირებით მოსკოვმა მიმართა როგორც ცხინვალს, ასევე თბილისს. ამის შესახებ მარია ზახაროვამ თბილისს, კიშინიოვს, მინსკსა და მოსკოვს შორის გამართული ტელეხიდის დროს ისაუბრა. მარია ზახაროვას განმარტებით, მათ კეთილი ნება უნდა გამოიჩინონ და არ დაუშვან, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების ფაქტმა თბილისსა და ცხინვალს შორის არსებული ისედაც რთული ურთიერთობა გააუარესოს. რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ასეთი ტიპის პრობლემები უკვე არსებული მექანიზმების საშუალებით უნდა მოგვარდეს.