რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დასავლეთს სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციაში სდებს ბრალს. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მტკიცებით, ოკუპირებული აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთის დახმარებით აძლიერებენ თავიანთ სახელმწიფოებრიობას, დარჩენილი პრობლემების მიუხედავად, წარმატებით ავითარებენ ეკონომიკას, სოციალურ სფეროს, საგარეო ვაჭრობასა და საერთაშორისო კავშირებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადგილზე არსებული რეალური ვითარების გასაგებად დასავლელ პარტნიორებს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ჩასვლას ურჩევს.