მარცვლეულის შეთანხმების შეჩერება - მსოფლიო ლიდერების გამოხმაურება

რუსეთის გადაწყვეტილებას მარცვლეულის შეთანხმების შეჩერებასთან დაკავშირებით, ლატვიის პრემიერი აფასებს. მისი თქმით, რუსეთი მთელი მსოფლიოს შანტაჟს ცდილობს. ლატვიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება აჩვენებს რუსეთის უნარს, დააშანტაჟოს მსოფლიო შავი ზღვის კონტროლის გზით.

მარცვლეულის შეთანხმების სასწრაფოდ აღდგენას ითხოვს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი. მისი თქმით, რუსეთის გადაწყვეტილება მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ არაკეთილსინდისიერია და მოუწოდებს რუსეთს, რაც შეიძლება სწრაფად აღადგინოს შეთანხმება. ენტონი ბლინკენმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის მთავრობა აკვირდება სიტუაციას სამხრეთ რუსეთთან ოკუპირებული ყირიმის დამაკავშირებელ ხიდზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით.

მარცვლეულის შეთანხმების შეჩერებით რუსეთი მთელ მსოფლიოს ცუდ გზავნილს უგზავნის, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთი არ გრძნობს პასუხისმგებლობას მსოფლიოში „კარგი თანაარსებობისთვის“.