„მარცვლეულის შეთანხმება“ - ერდოღანის განცხადება

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ე.წ. მარცვლეულის შეთანხმების აღდგენა დასავლეთზეა დამოკიდებული.

რეჯეფ ტაიფ ერდოღანის განცხადებით, შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის ხელახლა ამოქმედება შესაძლებელია, თუ დასავლეთი აღებულ ვალდებულებებს დაიცავს. თურქეთის პრეზიდენტმა ეს განცხადება ანკარაში დიპლომატების ყოველწლიურ შეკრებაზე გააკეთა. ერდოღანმა გაკიცხა დასავლეთი იმის გამო, რომ მან ვერ შეძლო „შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის მიერ შექმნილი პოზიტიური ატმოსფეროს გადაქცევა ცეცხლის შესაწყვეტად და შემდეგ კი გრძელვადიან ზავად“. ერდოღანმა ისიც თქვა, რომ თუ ომი შავ ზღვაში გადაინაცვლებს, ეს მთელი რეგიონისთვის კატასტროფა იქნება. ამასთან, თურქეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავლის პოვნა შესაძლებელია.