ომით გამოწვეული გლობალური სასურსათო კრიზისის დასაძლევად რუსეთის და უკრაინის წარმომადგენლები დღეს ერთმანეთის პირისპირ დასხდნენ.
სტამბოლში გამართულ ოთხმხრივ შეხვედრას თურქეთის და გაერო-ს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. უკრაინულ მარცვლეულზე ბლოკირების მოხსნას თურქული დიპლომატია აქტიურად ცდილობს. მთავარი თემა უკრაინული პორტების ბლოკადის მოხსნა და მარცვლეულის გატანა იყო, რადგან უკრაინის, როგორც მსოფლიოში მარცვლეულის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ექსპორტიორის დაბლოკვა საკვების კრიზისს ყოველდღიურად სულ უფრო ამძაფრებს.
ახლა მთავარი ამოცანა მსოფლიო ბაზრებისთვის შავი ზღვით უკრაინული მარცვლეულის რაც შეიძლება სწრაფად მიწოდებაა. სამი ქვეყნის სამხედრო დელეგაციების შეთანხმებაზეა დამოკიდებული გადაწყდება თუ არა მილიონობით ადამიანის შიმშილის პრობლემა.